по оригиналам
по переводам
Поиск стихотворения-оригинала
Поиск стихотворения-перевода

Александр Чавчавадзеმუხამბაზი ლათაიური

ლოთებო, ნეტავი ჩვენა...
2 мин.
53
грузинский
ლოთებო, ნეტავი ჩვენა,
დღეს მოგვეცა შვება-ლხენა,
შემოდგომამან ბახუსი,
საწნახელში ჩააყენა!

რაგინდ ზამთარი ჰყინავდეს,
გინდ ყვავიც ვეღარ ჰფრინავდეს,
ვერ შეგვაშინოს სიცივემ,
თუ თავში ღვინო ბრწყინავდეს.

მინდა ვსვა - საღვინე მამე,
მოძღვარო, დასტური დამე!
წყლის ყლაპვა ცოდვილთ წესია,
წარღვნაა ამის მოწამე.

ნოემ რა ერთხელ ინება
ყურძნის წვენისა გემება,
თვითონ ნუნუას მიუჯდა,
წყალი პირუტყვთ დაანება.

ვაჟკაცნო, მოდით დავლიოთ,
სჯობს რომე ღვინო დავძლიოთ.
ომამდინ სისხლად იქცევა,
მერმე ბრძოლაში დავსთხიოთ.

რა ომის ცეცხლი ასტყდება,
ბრძენი სიფრთხილით წახდება;
მაგრამ ღლეული მაშინვე
ან მოჰკლავს, ან შეაკვდება!

ჭკვიანო, ნუ შვრები ყბედვით,
შენ წინ ვერ მიხვალ გაბედვით.
გულს ომამდისვე გაიხეთქ
განსაცდელთ წინასწარ ხედვით.

დავეხსნათ ცოდვილთ ქებასა,
ღვინო სჯობს ყოველს მცნებასა.
ბრძენი სულ სიკვდილსა ფიქრობს,
და ლოთი გამარჯვებასა.

აქიმო, თუ გაქვს ქამალი,
ჰსცადე ეს ჩემი ნასწავლი:
რაც სენი უკურნალ იყოს,
ღვინოა იმის წამალი!

ბერებო, თქვენც მეთანხმებით
ღვინის ქებისა ხსენებით,
რჯულისთვის მაინც დავლიოთ,
მაჰმადის გამოჯავრებით.

ამა სოფლისა ცხოვრება
ვერცხლით არ მოიპოვება:
მდიდარნი ბევრნი ყოფილან,
ოხრათ რჩენიათ ქონება.

მაშ მოდით ისევ ღვინითა
დრო გავატაროთ ლხინითა:
ქეიფი მაინც მოგვივა,
გოგრითა ვსვათ, თუ ჩინითა.

როს დავესწრათ გაზაფხულსა,
ველსა ვსხდეთ მწვანით შემკულსა,
ჩვენ წითელს ღვინოს ვეწაფნეთ,
ვარდი ვანებოთ ბულბულსა.

ოჰ, საყვარლისა ვერ მნახო,
როდემდის იგლოვო: "ახ-ო?"
აბა შენც ჩვენთან ჩაღლივე,
თუ რომ შენც არ შემოსძახო!

ზაფხულს ღამე თუ დილითა,
ვერვინ ვერ იშვებს გრილითა;
ჩვენც სიცხე ვერას დაგვაკლებს,
ვსთვრეთ, გავატაროთ ძილითა!
без даты предложить метку
Чтобы выполнить действие, пожалуйста, войдите или создайте аккаунт
Мне нравится !
Дать монетку!
Печать
В избранное
Жалоба

Аудио

К сожалению аудио пока нет...

Анализ стихотворения

К сожалению анализа стихотворения пока нет...

Отзывы

Написать отзыв
Чтобы выполнить действие, пожалуйста, войдите или создайте аккаунт
Поделиться :
Использование сайта означает согласие с пользовательским соглашением
Оплачивая услуги Вы принимаете оферту
Информация о cookies
Ждите...